loader

რადას სხდომაზე დეპუტატის უცნაურმა ქცევამ ინტერნეტსივრცე აალაპარაკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რადას სხდომაზე დეპუტატის უცნაურმა ქცევამ ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

ვიდეომ, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხაილ დობკინის ძმა, დიმიტრი დობკინია ასახული, ერთ დღეში ნახევარ მილიონამდე ნახვა დააგროვა. მიხაილ დობკინი რადას დეპუტატია და კადრები სწორედ საკანონმდებლო ორგანოს სესიაზეა გადაღებული. მაშინ, როცა მისი კოლეგები საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ, დობკინი ადგილს ვერ პოულობს, ფეხზე დგას და თითქოს საკუთარ თავს ესაუბრება. პრეზიდენტობის კანდიდატის ძმა რეგიონების პარტიის წევრია.

ვიდეოს აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებშიც. ინტერნეტმომხმარებლები გამოთქვამენ ეჭვს, რომ დეპუტატი ნარკომომხმარებელია და მისი უცნაური ქცევაც სწორედ ნარკოტიკის ზემოქმედების ბრალია.