loader

Instagram-ს გამოუჩნდა კონკურენტი, რომელიც ფოტოზე სუნის მიბმის შესაძლებლობას იძლევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Instagram-ს გამოუჩნდა კონკურენტი, რომელიც ფოტოზე სუნის მიბმის შესაძლებლობას იძლევა

კომპანია Vapor Communications მალე Indiegogo-ზე პროექტ oPhone-ს გაუშვებს, რომლის დახმარებით ინტერნეტის მომხმარებლები ერთმანეთისთვის სუნის გაზიარებას შეძლებენ.

oPhone- არის პროექტი, რომელიც Google-ის საპირველაპრილო ხუმრობიდან დაიბადა. ამ მოწყობილობას სუნის შორ მანძილზე გადაცემა შეუძლია. მისი მფლობელი მოცემული სიიდან სასურველი არომატის ამორჩევას და შემდეგ ინტერნეტით გაგზავნას შეძლებს.

მოწყობილობეზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სულ ახლახან შემქმნელებმა საზოგადოებას სიახლეები გაუზიარეს, რომელსაც მას დაამატებენ.
პირველ რიგში oPhone-ის მფლობელს სუნის ფოტოებისთვის მიბმის საშუალება ექნება. ამისთვის სმარტფონების სპეციალური აპლიკაცია oNote შეიქმნა. ეს სერვის Instagram-ის უჩვეულო ანალოგია, უბრალოდ ჰეშთეგების მაგივრად - არმომატები აქვს. იდეა საკმაოდ საინტერესოა: შემოდგომის ტყის გადაღებისას საჭირო აღარ იქნება ფოტოს აღწერა, თუ როგორი სუნი აქვს მას.

მეორეც, მომხმარებლები მეტი სიზუსტის მისაღწევად სუნის შერევას შეძლებენ. ჯერჯერობით 32 არომატია მომზადებული, ეს კი ნიშნავს, რომ მათი ერთმანეთთან შერევით 300 000 განსხვავებული ვარიანტის შექმნა შეიძლება.