loader

უკრაინელმა მღვდელმა სეპარატისტების ბლოკპოსტები აკურთხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელმა მღვდელმა სეპარატისტების ბლოკპოსტები აკურთხა

უკრაინაში მართლმადიდებელმა მღვდელმა ლუგანსკის ბლოკპოსტები აკურთხა. ინფორმაციას ამის შესახებ ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის პრესსამსახური ოფიციალურ საიტზე ავრცელებს. მღვდელმა "სამხრეთ-აღმოსავლეთის გაერთიანებული არმიის" მებრძოლებიც დალოცა.

შეგახსენებთ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ თვითგამოცხადებული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაციას გააჩნია მკაფიო იერარქია და დაფინანსება; ასევე - არხები, რომლებითაც მათთვის იარაღის მიწოდება ხდება. პროკურატურის განცხადებით, ორგანიზაციები შექმნილია ადამიანებზე თავდასასხმელად, მათ დასაშინებლად, დივერსიების, ტერორისტული აქტების განსახორციელებლად და ადამიანთა სალიკვიდაციოდ.

ასევე იხილეთ: ლუგანსკის კულტურის მინისტრი - ირინა ფილატოვა