loader

ინგლისში 14 154-მა ”მეკობრემ” მოიყარა თავი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინგლისში 14 154-მა ”მეკობრემ” მოიყარა თავი

ინგლისურ ქალაქ პენსანსში მეკობრეების კოსტიუმში გამოწყობილი სხვადასხვა ასაკის, სქესის, სიმაღლისა და კანის ფერის ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ორგანიზატორები დაახლოებით 20 ათას მონაწილეს ელოდნენ, მაგრამ როდესაც დათვალეს, ”მეკობრე” მხოლოდ 14 154 იყო - ახალი რეკორდის დასამყარებლად პენსანსელებს სულ რაღაც 77 ”მეკობრე” დააკლდათ. საქმე ისაა, რომ ”მეკობრეების” თავყრილობის რეკორდი 8 ათასზე მეტი მონაწილით პირველად სწორედ ამ ქალაქში დამყარდა, თუმცა, ქალაქმა ჰასტინგსმა რეკორდი მალევე მოხსნა . ეს თავყრილობა პენსანსში ქალაქის ქარტიის მეოთხასე წლისთავს მიეძღვნა.