loader

დონეცკში დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 100-200 ადამიანს მიაღწიოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონეცკში დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 100-200 ადამიანს მიაღწიოს

დონეცკში უკრაინული ჯარების ოპერაციის მსხვერპლთა რაოდენობამ შესაძლოა ას ადამიანს მიაღწიოს. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების ინფორმაციით, აქედან 20-50 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული 200-ზე მეტია, სამოქალაქო პირი კი მათგან მხოლოდ ორია. დაღუპულების ცხედრები ქალაქის მორგშია მოთავსებული.

დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე ბრძოლის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალები ავიაციასა და ნაღმმტყორცნებს იყენებდა.

ორივე მხარე მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილებისადმი განზრახ ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებს.