loader

ინდოეთში არასრულწლოვნები ჯერ გააუპატიურეს, მერე კი მანგოს ხეზე ჩამოახრჩვეს (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში არასრულწლოვნები ჯერ გააუპატიურეს, მერე კი მანგოს ხეზე ჩამოახრჩვეს (+18)

ახალმა საზარელმა დანაშაულმა მთელი ინდოეთი შეძრა - თოთხმეტი და თხუთმეტი წლის დები ჯგუფურად გააუპატიურეს და დაახრჩვეს, მერე კი მათი სხეულები მანგოს ხეზე ჩამოკიდეს. გოგონები მიუკარებელთა კასტის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც ადგილობრივ წოდებრივ იერარქიაში ყველაზე დაბალ საფეხურზეა.

პოლიციის ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი სამი პირია დაპატიმრებული, რომელთაგან ორი თავადაა პოლიციელი. ეს შემზარავი ამბავი ქვეყნის ჩრდილოეთით, ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გასულ წელს ინდოეთის ხელისუფლებამ გაუპატიურებისთვის სასჯელი გაამკაცრა. ჯგუფური გაუპატიურება ახლა სიკვდილითაც კი ისჯება, მიუხედავად ამისა, სტატისტიკის მიხედვით, ამ ქვეყანაში გაუპატიურება ყოველ 22 წუთში ხდება.