loader

ახალ კოსმოსურ ხომალდს დედამიწის ნებისმიერ წერტილში დაბრუნება შეუძლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალ კოსმოსურ ხომალდს დედამიწის ნებისმიერ წერტილში დაბრუნება შეუძლია

შეერთებულ შტატებში ახალი კოსმოსური აპარატი შექმნეს. "დრაკონ ვე-2" კალიფორნიული კომპანია "სფეის იქსის" ახალი პროდუქტია და თავისი წინამორბედი ხომალდების მოდიფიცირებული ვერსიაა. აპარატს ადამიანების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაყვანა და მათი დაბრუნება დედამიწის პრაქტიკულად ნებისმიერ წერტილში შეუძლია, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც კოსმოდრომი არ არის.

"დრაკონ ვე-2" გვერდითა ძრავებითა და ერთგვარი დასაკეცი "ფეხებითაა" აღჭურვილი. ეს უკვე არსებული იმ კოსმოსური ხომალდების მოდიფიცირებული ვერსიაა, რომლებიც კოსმოსში ტვირთის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა. აპარატში შვიდი ასტრონავტი თავსდება. სამი წლის წინ ნასამ შატლების ფრენის პროგრამა გააუქმა, ამიტომ ამერიკული კოსმოსური სააგენტო თავისი ასტრონავტების ორბიტაზე გასაგზავნად იძულებულია რუსეთს მიმართოს. "სფეის იქსის" გარდა ნასასთან კონტრაქტის დადებას კიდევ რამდენიმე კომპანია ცდილობს.