loader

მეცნიერებმა ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებით ადამიანის ხრტილი შექმნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეცნიერებმა ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებით ადამიანის ხრტილი შექმნეს

პირველად კაცობრიობის ისტორიაში მეცნიერებმა ადამიანის სრულყოფილად ფუნქციონირებადი ხრტილი ლაბორატორიაში შექმნეს. ამისთვის მათ ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს. ახალი მეთოდი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა.

ხრტილი ჩონჩხოვანი ქსოვილის ერთ-ერთი სახეობაა. ძვლოვანი ქსოვილის სხვა მრავალი ტიპისგან განსხვავებით ხრტილში ნერვები და სისხლძარღვები არ არის. დაზიანებული ხრტილი დიდხანს არ ხორცდება. ახალი მეთოდი მექანიკურად და ანატომიურად გამძლე ხრტილის შექმნის საშუალებას იძლევა. ახლა მკვლევარების ჯგუფი ცდების ჩატარებას გეგმავს იმის გასარკვევად, თუ რამდენად გამძლე და მტკიცე აღმოჩნდება გრძელვადიან პერსპექტივაში ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებისგან შექმნილი ხრტილი.