loader

ქვიშის ქარიშხალმა ირანის დედაქალაქი დააბნელა და 5 ადამიანი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქვიშის ქარიშხალმა ირანის დედაქალაქი დააბნელა და 5 ადამიანი იმსხვერპლა

ირანის დედაქალაქში არნახული სიძლიერის ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს, რომელმაც 5 ადამიანი უკვე შეიწირა, ათეულობით კი დაშავებულია. ქარმა, რომლის სიჩქარეც 120 კმ/სთ-ს შეადგენდა, თეირანში დაწყვიტა ელექტრო სადენები, დაგლიჯა ხეები და დააზიანა შენობები. 50 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. საერთაშორისო აეროპორტში გაუქმებულია ავიარეისები. ჰაერში ატყორცნილი მტვრისა და ქვიშის დიდი რაოდენობის გამო დედაქალაქში შუადღისას ჩამოღამდა. თვითმხილველები ინტერნეტში სტიქიის ამსახველ ვიდეოებს ათავსებენ.