loader

ირლანდიის კათოლიკურ ეკლესიას 800 ბავშვის მკვლელობაში სდებენ ბრალს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირლანდიის კათოლიკურ ეკლესიას 800 ბავშვის მკვლელობაში სდებენ ბრალს

ირლანდიის კათოლიკურ ეკლესიას ახალი მძიმე ბრალდება წაუყენეს - ადგილობრივი ისტორიკოსის, ქეთრინ კორლესის აზრით, ტუამეს დედათა მონასტრის ეზოში მარტოხელა დედების გაჩენილი 800 ბავშვის საერთო საფლავია. მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე ირლანდიაში უქმროდ დაფეხმძიმება საშინელ ცოდვად ითვლებოდა და ორსულ გოგონებს მონასტერში გზავნიდნენ, სადაც ბავშვების გაჩენის შემდეგ ისინი მონაზვნებად იკვეცებოდნენ.

ადრე ითვლებოდა, რომ ჩვილები 1840 წელს ირლანდიაში დიდი შიმშილის პერიოდში დაიხოცნენ, მაგრამ ქეთრინ კორლესმა ეს საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბავშვები შიმშილით არ დახოცილან. დოკუმენტების მიხედვით, ბავშვების უმეტესობა ჩვილი იყო, თუმცა, ზოგიერთმა რვა წლამდეც იცოცხლა.

"მთავრობამ ფაქტები უნდა დაადგინოს - განაცხადა ირლანდიის ბავშვთა საკითხების მინისტრმა - თვის ბოლომდე დაწვრილებით ანგარიშს მივიღებთ და იმის მიხედვით გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ".