loader

აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

5 ივნისს ჩრდილოეთ კოლორადოში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაშვებისას ის საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. შედეგად არავინ დაშავებულა, ავარიის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

თვითმხილველების განცხადებით, პილოტი დიდხანს ცდილობდა ჰაერში საჰაერო ხომალდის დამორჩილებას, მაგრამ ვერ შეძლო. ჩამოვარდნის შემდეგ პილოტმა ფეხზე წამოდგომა თავად შეძლო. ექიმებმა ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრეებმა მალევე შეძლეს.