loader

ინდოელი მორწმუნეები ტაძარში ერთმანეთს ხმლებით დაერივნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელი მორწმუნეები ტაძარში ერთმანეთს ხმლებით დაერივნენ

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში სიქების წმინდა სალოცავში "ოქროს ტაძარში", ხმლებით შეიარაღებულმა მორწმუნეებმა მასობრივი ორთაბრძოლა მოაწყვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სიქების რადიკალური ჯგუფის წევრებს შორის მოხდა, თუმცა, შეტაკების მიზეზი დაუდგენელია. ინციდენტის შედეგად ექვსმა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

შემთხვევა ოპერაცია "ცისფერი ვარსკვლავის" 30 წლისთავის აღნიშვნას დაემთხვა. შეგახსენებთ, 1984 წლის ივნისში, სიქების ამბოხის დროს 500 ადამიანი დაიღუპა. მაშინ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი საკუთარი დაცვის სიქმა წევრებმა მოკლეს.