loader

ტაილანდელ კონდუქტორებს საფენები ჩააცვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაილანდელ კონდუქტორებს საფენები ჩააცვეს

ტაილანდში, ბანგკოკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორებს ტუალეტში გასვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

სამუშაოს რომ არ მოწყდნენ, მათ უფროსებისთვის განკუთვნილი საფენების ტარებას აიძულებენ. ტაილანდელი კონტროლერების სამუშაო პირობები ერთ-ერთ ყელაზე მძიმედ ითვლება - სამუშო გრაფიკი შესვენებას ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვისაც კი არ ითვალისწინებს. ამის გამო კონტროლიორებმა საფენები მთელი დღის განმავლობაში უნდა ატარონ, რაც შარდსასქესო სისტემის დაავადებების მიზეზი ხდება.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ყვება ტუალეტში გასვლის შესაძლებლობის არქონის გამო მას საშარდე გზების ინფექცია აღმოუჩინეს. მას შემდეგ რაც ქალმა საფენის ტარება დაიწყო, სიტუაცია გართულდა.

ახლახან კონდუქტორს საშვილოსნოს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას ოპერაცია ესაჭიროება. როგორც ქალი ირწმუნება, დაავდების მიზეზი საფენების ტარება გახდა.