loader

"მის აშშ" ტაეკვონდოს შავი ქამრის მფლობელი 24 წლის ლამაზმანი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მის აშშ" ტაეკვონდოს შავი ქამრის მფლობელი 24 წლის ლამაზმანი გახდა

სილამაზის კონკურს "მის აშშ"-ის გამარჯვებული ლასვეგასელი 24 წლის ნია სანჩეზი გახდა. კონკურსი ლუიზიანას შტატში 8 ივნისს გაიმართა.

კონკურსების რიცხვში საცურაო კოსტიუმებისა და საღამოს კაბების დეფილე, ასევე, კითხვებზე პასუხი შედიოდა. სანჩეზმა, რომელიც ტაეკვონდოს შავი ქამრის მფლობელია, ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის თავდაცვის ცოდნა.

გამარჯვებულს თავზე გვირგვინი "მის აშშ 2013"-მა, ერინ ბრედმა დაადგა. სანჩეზი აშშ-ს მომავალ წელს სილამაზის კონკურს "მის სამყაროზე" წარადგენს.