loader

"მფრინავი იესო" მელბურნის ცაზე - ავსტრალიური ტოტალიზატორის უჩვეულო რეკლამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მფრინავი იესო" მელბურნის ცაზე - ავსტრალიური ტოტალიზატორის უჩვეულო რეკლამა

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე დღე რჩება და კომპანიები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღების მიპყრობას.

თუმცა ის, რაც ავსტრალიურმა ონლაინ-ტოტალიზატორმა გააკეთა, ჯერ არავის მოუფიქრებია: 10 ივნისს, მელბურნის ცაზე Sportsbet-ის მაისურში "გადაცმული" იესოს გიგანტური მფრინავი საჰაერო ბურთი გამოჩნდა, სლოგანით - "შეინარჩუნე რწმენა".

რიოს ცნობილი მაცხოვრის ქანდაკების 50-მეტრიანი ორეულის გამოჩენამ პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ნაწილის განრისხება გამოიწვია.