loader

ბრაზილიაში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიაში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

ბრაზილიელ სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა რიო-დე-ჟანეიროში, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.

ათასობით ადამიანი რიოს ქუჩებში ბრაზილიის ხელისუფლების მიერ საფეხბურთო ტურნირის გასამართად მილიარდობით თანხის დახარჯვას აპროტესტებდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაზიანდა ბრაზილიის ერთ-ერთი ტელეარხის სტუდია, სადაც დემონსტრანტები შეჭრას ცდილობდნენ. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან CNN-ისა და AP-ის ჟურნალისტები.

ამასთან, 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას ფართომასშტაბიანი აქციები უძღვოდა ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქში.

მსოფლიო ჩემპიონატი სან-პაულუში, "კორინთიანსის" სტადიონზე ბრაზილია-ხორვატიის მატჩით გაიხსნა. ტურნირის მასპინძლებმა ხორვატები 3:1 დაამარცხეს.