loader

მამაკაცების რეაქცია ქალის გაუპატიურების ფაქტზე: ექსპერიმენტი სამწუხარო სტატისტიკით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცების რეაქცია ქალის გაუპატიურების ფაქტზე: ექსპერიმენტი სამწუხარო სტატისტიკით

ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ნიუ-დელიში ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის მიზანი იყო შეემოწმებინა ადამიანების სოციალური პასუხისმგებლობა ქალების გაუპატიურებებისა და მკვლელობების გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ექსპერიმენტი ფარული კამერით გადაიღეს. ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე დაბურულ მინებიანი ფურგონი დააყენეს. ავტომობილიდან ქალის ხმა ისმოდა, რომელსაც სავარაუდოდ აუპატიურებდნენ.

2012 წლის სტატისტიკის მიხედვით, ინდოეთის მასშტაბით 25 ათასამდე გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა. მათი დიდი ნაწილი სწორედ ნიუ-დელიში მოხდა. ყველაზე სამწუხარო ამ უმძიმეს სტატისტიკაში ისაა, რომ მსხვერპლთა 98 პროცენტი მოძალადეს იცნობდა - ისინი მათი მეზობლები, ან ნათესავები იყვნენ.