loader

რამზან კადიროვი უკრაინელ მინისტრს დაჩოქებით ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამზან კადიროვი უკრაინელ მინისტრს დაჩოქებით ემუქრება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი დეშიცას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით გაკეთებული უცენზურო გამონათქვამებისთვის დაჩოქებით დაემუქრა. ამის შესახებ რამზან კადიროვმა "ინსტაგრამზე" დაწერა.

"ვლადიმერ პუტინი ჩვენი ნაციონალური ლიდერია, ჩვენი პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არიან ადამიანები, ვინც არა მხოლოდ მისი მისამართით საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით ინტერესდებიან, არამედ იმითაც, რომ მუხლებზე დაჩოქილმა დეშიცამ ბოდიში არ მოიხადა. თუ დეშიცა თვითონ ვერ მიხვდა ამას, მაშინ მიანიშნებენ", - განაცხადა რამზან კადიროვმა.

ამასთან, კიევში, რუსეთის საელჩოსთან შეკრებილ დემონსტრანტებთან მისულმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.