loader

წყალდიდობა ბულგარეთში: მდინარეებად ქცეული ქუჩები და მსხვერპლი ქალაქ ვარნაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყალდიდობა ბულგარეთში: მდინარეებად ქცეული ქუჩები და მსხვერპლი ქალაქ ვარნაში

ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ბულგარეთის ქალაქ ვარნაში 11 ადამიანი, მათ შორის, ხუთი წლის ბავშვი დაიღუპა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ვარნას ქუჩებში მდინარეები მოედინება. დატბორილია საცხოვრებელი სახლები. შესაბამის სამსახურებს სახლებში ჩარჩენილი ადამიანები გამოჰყავთ. ასობით ოჯახი ელექტროენერგიისა და სურსათის გარეშეა დარჩენილი. ათობით ავტომობილი წყალმა წაიღო.

ძლიერი წვიმა და სეტყვა ბულგარეთის ბევრ რაიონში მოდის. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.