loader

პოროშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი კვირით ცეცხლს წყვეტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოროშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი კვირით ცეცხლს წყვეტს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ერთი კვირით ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით "უნიანი" იუწყება. პრეზიდენტის განცხადებით, საომარი მოქმედებები წყდება იმისთვის, რომ ტერორისტებმა იარაღი დაყარონ, ხოლო ვინც ამაზე უარს იტყვის, განადგურდება. მისივე თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები საომარ მოქმედებებს მხოლოდ საპასუხოდ განახორციელებს, თუ "ბოევიკების" მხრიდან თავდასხმები განხორციელდება.

პოროშენკოს განცხადებით, უახლოეს პერიოდში აღმოსავლეთ უკრაინაში იმ სახლების აღდგენა დაიწყება, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა. აღდგენით სამუშაოებს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით განახორციელებს.