loader

30 წლის კრიმინალი, რომელიც სექსსიმბოლოდ იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

30 წლის კრიმინალი, რომელიც სექსსიმბოლოდ იქცა

30 წლის ჯერემი მიკსი სისხლის სამართლის დამნაშავეა. მისი ფოტო სტოქტონის (კალიფორნია) პოლიციის დეპარტამენტის "ფეისბუქის" გვერდზე ვირუსულად გავრცელდა - მასზე ქალები ოცნებობენ. როგორც პოლიციელებმა განაცხადეს, ჯერემი ოთხშაბათს დააპატიმრეს. მას ჩხრეკის დროს უკანონო იარაღი აღმოაჩნდა. თუმცა, ის ქალებისთვის ცისფერთვალება სექსსიმბოლოდ იქცა.

სექსუალური პატიმრის ფოტომ რამდენიმე საათში 23 000 მოწონება და 6 000 კომენტარი დაიმსახურა; კომენტარებში ქალები წერენ, რომ ჯერემი "საოცნებო", "ცეცხლოვანი", "დაუჯერებლად მიმზიდველი" და "თვალისმომჭრელია". რამდენიმე ქალბატონმა პოლიციას თხოვნითაც კი მიმართა, რომ ჯერემის საკანში დააპატიმრონ.

"ფეისბუქზე" ჯერემის რამდენიმე გვერდი შეიქმნა, სადაც ნაცნობები თუ უცნობები მის ფოტოებს აქვეყნებენ, ასეთ გვერდებზე "ფოტოშოპში" გაკეთებულ "სარეკლამო ფოტოებსაც" შეხვდებით, რომლებზეც კრიმინალი მსოფლიოს წამყვანი მოდის ბრენდების სახედ არის გამოყვანილი.

Sexiest prisoner goes viral on Facebook - Watch the video on georgianews.ge