loader

ინდოელმა გოგონებმა "გაუპატიურების საწინააღმდეგო" ჯინსი შექმნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელმა გოგონებმა "გაუპატიურების საწინააღმდეგო" ჯინსი შექმნეს

ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში ყოველ 20 წუთში გაუპატიურების ერთი შემთხვევა ხდება. სწორედ ამიტომ ორმა ინდოელმა სტუდენტმა "გაუპატიურების საწინააღმდეგო" ჯინსები შექმნა. ჯინსი სპეციალური მექანიზმითაა აღჭურვილი და ადგილობრივ პოლიციას სიგნალს აწვდის.

ჯინსის დიზაინის ავტორები 21 წლის დიკშა პატაკი და 23 წლის ანჯალი სრივასტავა არიან. ჯინსში დამონტაჟებულია პაწაწინა ელექტრონული მექანიზმი. როდესაც მას ხელს დააჭერ, პოლიციაში ზარი შედის. ამ ტექნოლოგიით 200-ზე მეტი პოლიციის შენობა იქნება აღჭურვილი. ჯინსის ღირებულება 1 დოლარი იქნება და მისი ტარება 3 თვით იქნება შესაძლებელი - ელემენტი მხოლოდ 3 თვე ძლებს.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე