loader

ბარაკ ობამას საყვარელ ნამცხვარში მზარეული კოკაინს უყრის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაკ ობამას საყვარელ ნამცხვარში მზარეული კოკაინს უყრის?

თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საკუთარ რაციონში ნარკოტიკების შემცველი კერძების შესახებ იხუმრა. პრეზიდენტმა პრესის თანდასწრებით ხუმრობით თქვა, რომ თეთრი სახლის შეფ-მზარეული, შესაძლოა, მის საყვარელ ნამცხვრებში კოკაინს ამატებს.

ობამას თქმით, შეფ-მზარეულის მიერ მომზადებული ნამცხვრები იმდენად გემრიელია, რომ ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მათ ნარკოტიკებს უმატებენ. "არ ვიცი, რას აკეთებს... იქნებ მათში "კრეკს" ურევს?!" - იხუმრა ობამამ.

მიღების სტუმრები პრეზიდენტის ვარაუდმა გაახალისა, ინტერნეტ-მომხმარებლებში კი სახელმწიფოს ლიდერის ხუმრობამ ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციები გამოიწვია. ბევრმა აშშ-ის პირველი პირის იუმორი უადგილოდ მიიჩნია.

იხილეთ:

ბარაკ ობამამ კაფეში ჭიქა ჩაისთვის "შეირბინა"

ბარაკ ობამამ სიტყვა "პატივისცემა" ვერ დამარცვლა

როგორ "ხურდებიან" ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი თეთრი სახლში


საპირფარეშოში გასულ ობამას მიკროფონი ჩართული დარჩა