loader

ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი კორუფციაში, პირადი მიზნებისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და პროფესიული საიდუმლოს დარღვევის ფაქტის დამალვაში. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

სარკოზის გარდა, ბრალი ასევე წაუყენეს სარკოზის პირად ადვოკატს, ტიერი ერცოგს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჟერარ აზიბერს. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იყო დაკავებული.

გამოძიება მიიჩნევს, რომ სარკოზი, საკასაციო (უზენაესი) სასამართლოში მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე, თავისი ადვოკატის, ტიერი ერცოგის მეშვეობით ცდილობდა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას. გამოძიების თანახმად, თავის მხრივ, სარკოზი საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ, მოსამართლე აზიბერს მონაკოში პრესტიჟულ თანამდებობას შეჰპირდა. კერძოდ, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფოს ყოფილ ლიდერს შეეძლო უკანონოდ მიეღო ინფორმაცია მისი მობილური ტელეფონის მოსმენის თაობაზე.

ამასთან, გამოძიების ვარაუდით, 2007 წლის სარკოზის წინასაარჩევო კამპანიას ლიბიის ყოფილი დიქტატორი მოამარ კადაფი აფინანსებდა.

Former French President Sarkozy under investigation - Watch the video on georgianews.ge