loader

თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულში ხუთი სამხედრო იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულში ხუთი სამხედრო იმსხვერპლა

სულ მცირე, ხუთი სამხედრო დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამხედრო ავტობუსზე თავდასხმისას. "ბიბისის" ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის, სედიქ სედიქის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე ავღანეთის ნაციონალური არმიის ავტობუსი გახდა.

გასულ თვეს ქაბულში ექვსი ადამიანი დაიღუპა პრეზიდენტობის კანდიდატ აბდულა აბდულას კოლონაზე თავდასხმის შედეგად.