loader

პოლონეთში დადგეს ლენინის ქანდაკება, რომელიც შარდავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლონეთში დადგეს ლენინის ქანდაკება, რომელიც შარდავს

პოლონეთში, კრაკოვის ერთ-ერთ გარეუბანში ის ადგილი, სადაც ადრე ლენინის უზარმაზარი მონუმენტი იდგა, ერთჯერადმა პატარა, მწვანე ფერის ქანდაკებამ დაამშვენა - ეს ქანდაკებაც ლენინისაა, ოღონდ დიდი ბელადი ცოტა არ იყოს უხერხერხული საქმითაა დაკავებული: უბე გახსნილი აქვს და შარდავს. ქანდაკებას "მომავლის შადრევანი" ჰქვია და ის პოლონელი არტისტის ბარტოშ შიდლოვსკისა და მისი ცოლის - მალგოჟატას ნახელავია. ლენინის ქანდაკება 68 სანტიმეტრის სიმაღლისაა, ათჯერ უფრო პატარა, ვიდრე მისი ბრინჯაოს წინამორბედი. ნამუშევარი კრაკოვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გამოიფინა.