loader

გეი-აღლუმი ბუდაპეშტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გეი-აღლუმი ბუდაპეშტში

ბუდაპეშტში გეი-აღლუმი გაიმართა. მასში თითქმის 10 000 ადამიანმა მიიღო მონაწილოება. მსვლელობის დროს აღლუმის მონაწილეებმა კაფეებსა და ქუჩებში მყოფ ადამიანებს  ლგბტ-საზოგადოების სიმბოლო - ცისარტყელას დროშები დაურიგეს.
უნგრეთში გეი-აღლუმების ბედი მარტივად არ გადაწყვეტილა. 2008 წელს ყველაფერი ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებთან შეტაკებით დასრულდა. მაშინ 10 ადამიანი დაშავდა.

ულტრამემარჯვენეები ამ აღლუმის ჩაშლასაც შეეცადნენ, მაგრამ საქმეში პოლიციელები ჩაერივნენ. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ორი ადამიანი დააკავეს.

აღლუმის ბოლოს მისმა მონაწილეებმა ბუდაპეშტის ცაში ბუშტები გაუშვეს.