loader

იტალიური სოფელი ინტერნეტ-აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიური სოფელი ინტერნეტ-აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს

ვისაც მყუდრო იტალიურ სოფელში ცხოვრებაზე გიოცნებიათ და ყველაფერთან ერთად, ჯიბეში 245 ათასი ევრო გიდევთ, ახლა გაქვთ შანსი, მთელი სოფელი იყიდოთ - ნამდვილი იტალიური სოფელი, სახელად კალსაციო. საქმე კი ასეა - კალსაციოს მკვიდრებმა ცდა არ დააკლეს, სათითაოდ გაეყიდათ სახლები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამიტომ თავად გაიტანეს ინტერნეტ-აუქციონზე გასაყიდად მთელი სოფელი. eBay-ზე ყველა სახლსა და ინფრასტრუქტურაში სოფლელები 245 000 ევროს ითხოვენ.

მყიდველმა, წინასწარ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, რესტავრაცია უნდა ჩაატაროს, შემდეგ კი, თუ მოისურვებს, სასტუმრო კომპლექსი ააშენოს. მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული სოფელი მთებში, ტბისა და ეროვნული პარკის ახლოს მდებარეობს.

ასევე იხილეთ: მამაკაცმა eBay-ზე გასაყიდად შეყვარებული "გაიტანა"