loader

ღაზას სექტორში 27 პალესტინელი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღაზას სექტორში 27 პალესტინელი დაიღუპა

სულ მცირე, 27 პალესტინელი დაიღუპა ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაშეტევის შედეგად. "ევრონიუსის" ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" ლიდერი და მისი ოჯახის წევრები, ასევე, რამდენიმე ბავშვი.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. წუხანდელი ღამის განმავლობაში ისრაელის ჯარებმა ღაზას სექტორში 160 ობიექტზე განახორციელეს შეტევა. "არც ერთი სხვა ქვეყანა არ ცხოვრობს ასეთი საფრთხის ქვეშ და არც ერთი სხვა ქვეყანა არ შეეგუება ასეთ საფრთხეს. ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა გავაფართოოთ ჩვენი ოპერაცია "ჰამასისა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ", - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.

At least 27 dead and 130 wounded in Israel-Gaza conflict -Watch the video on georgianews.ge