loader

ფეხბურთი ბრაზილიელებში გულის შეტევების რიცხვს ზრდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთი ბრაზილიელებში გულის შეტევების რიცხვს ზრდის

ბრაზილიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დროს გულის შეტევების ან გულის სხვა პრობლემების რიცხვი იზრდება. ასეთ დასკვნამდე ადგილობრივი ექიმები მივიდნენ, რომელთაც სტატისტიკა შეისწავლეს. ამასთან, ჯანმრთელობის განსაკუთრებულ პრობლემებს იწვევს ის თამაშები, რომლებში მონაწილეობასაც ეროვნული ნაკრები იღებს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სპეციალისტის, დოქტორ ნაბილ გორაიების თქმით, ყველაზე მეტი ემოცია ადამიანებში იმ თამაშებს მოსდევს, სადაც ბრაზილია ძლიერ გუნდებს ხვდება. ექიმის თქმით, ეს - განსაკუთრებული ლათინოამერიკული ფენომენია, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი ემოციურობა და მათი ცხოვრების წესი განაპირობებს. სპეციალისტები ზედმეტად ემოციურ ადამიანებს ურჩევენ, ფეხბურთს არ უყურონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბრაზილიის გუნდი თამაშობს.

ასევე იხილეთ: მოზეიმე გერმანელები და ატირებული ბრაზილიელები: რა ხდებოდა მატჩის შემდეგ