loader

მარიხუანას პლანტაციის მფლობელმა შემთხვევით 1500 ჰექტარი ტყე გადაწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარიხუანას პლანტაციის მფლობელმა შემთხვევით 1500 ჰექტარი ტყე გადაწვა

კალიფორნიაში ცეცხლთან დაუდევარი მოპყრობისთვის მამაკაცი დააკავეს, რომლის მიზეზით ტყის ხანძარი გაჩნდა. დამნაშავე 27 წლის ამერიკელია, რომელიც მარიხუანას არალეგალურ პლანტაციას ფლობს. ფრედი სმოუკმა ტყეში მალულად მარიხუანა მოაშენა და სწორედ საკუთარი პლანტაციის დათვალიერების დროს მისი ავტომობილის გაუმართავი ძრავიდან გადმოვარდნილმა ნაპერწკალმა გააჩინა ხანძარი. ცეცხლმა 1500 ჰექტარი ტყე გაანადგურა.

ცეცხლი 15 საცხოვრებელ სახლს და 50 ნაგებობას კვლავ საფრთხეს უქმნის. ხანძრის ლიკვიდაციაში 1000 მეხანძრე და სპეცავიაციაა ჩართული.