loader

მეტროს მგზავრებმა მემანქანე iPad-ზე თამაშის დროს გამოიჭირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტროს მგზავრებმა მემანქანე iPad-ზე თამაშის დროს გამოიჭირეს

მეხიკოში მეტროს მგზავრებმა მემანქანე მატარებლის მოძრაობისას პლანშეტზე ონლაინ-თამაშ FarmVille-ის თამაშის დროს გამოიჭირეს. მათ ვიდეოზე მოახერხეს გადაეღოთ, როგორ მართავს უპასუხისმგებლო მძღოლი საზოგადოებრივ ტრანსპორტს და დროდადრო iPad-ზე გასართობ აპლიკაციაზე ერთობა.

ჩანაწერი დაახლოებით წუთნახევარი გრძელდება, რომლის დროსაც მემენქანე თამაშითაა გართული, ხოლო მატარებელი მოძრაობას აგრძელებს.

ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვვეყნეს, საიდანაც საბოლოოდ მექსიკურ მედიაში მოხვდა. პრესის წარმომადგენლებმა მემანქანის საქციელს სახიფათო უწოდეს და განაცხადეს, რომ მეტროს თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებას იმსახურებს.
მეხიკოს მეტროს ხელმძღვანელობამ შიდა გამოძიება ჩაატარა და მემანქანე სამსახურიდან გაათავისუფლა.