loader

"ვლადიმერ პუტინი საქმის კურსში უნდა ჩააყენონ, რომ ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ" - ჰილარი კლინტონი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვლადიმერ პუტინი საქმის კურსში უნდა ჩააყენონ, რომ ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ" - ჰილარი კლინტონი

"ვლადიმერ პუტინი საქმის კურსში უნდა ჩააყენონ, რომ ის შორს წავიდა და ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ" - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკული PBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დონეცკის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებით ევროპელები უნდა დაკავდნენ, რადგან თვითმფრინავი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ევროპის ტერიტორიაზე ასრულებდა რეისს.

"თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს რუსეთის კავშირს დონეცკის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფასთან, ამან უნდა უბიძგოს ევროპელებს უფრო მეტი ნაბიჯებისკენ. პირველ რიგში, გააძლიერონ სანქციები და გააგებინონ რუსეთს, რომ მოუწევს საფასურის გადახდა", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.