loader

ღაზას სექტორში 12 დღის მანძილზე 300 პალესტინელი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღაზას სექტორში 12 დღის მანძილზე 300 პალესტინელი დაიღუპა

ღაზას სექტორში ბოლო 12 დღის მანძილზე 300 პალესტინელი დაიღუპა - ამის შესახებ ღაზას ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით bbc იუწყება. 20 000-ზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 2014 წლის 8 ივლისს ღაზას სექტორში ოპერაცია "თავდაცვის ზღვარი" წამოიწყო. ოპერაციის ოფიციალური მიზანი ღაზაში ინფრასტრუქტურის მოშლა და ისრაელში მალულად შესასვლელად გათხრილი გვირაბების განადგურებაა. ორ კვირაზე ნაკლებ დროში, პალესტინელების მხარეს მსხვერპლმა 300 ადამიანს მიაღწია, მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. 12-დღიანი ოპერაციის დროს ისრაელის მხარეს ერთი სამოქალაქო და ერთიც სამხედრო პირი დაიღუპა.

ასევე იხილეთ:

ცხოვრება შიშში: ქორწილი ისრაელში და პანიკა დაბომბვის მოლოდინშ

დაღუპული ბავშვები და ასობით დაშავებული - ღაზას სექტორში ვითარება უკიდურესად დაძაბულია