loader

ქალაქის მერმა ბოშების კემპინგის დასაშლელად დიჯეი დააქირავებინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალაქის მერმა ბოშების კემპინგის დასაშლელად დიჯეი დააქირავებინა

ბოშების ჯგუფმა ბელგიის ქალაქი ლანდენი მას შემდეგ დატოვა, რაც მერმა დიჯეი დაიქირავა, რათა მათი არალეგალური კემპინგი როკ-მუსიკით დაეშალა. თუმცა, სასურველი ეფექტი დიჯეის მუსიკალური არჩევანის საფუძლელზე არ მიღწეულა.

ბოშები ადგილობრივ მიწათმფლობელს მის ტერიტორიაზე რამდენიმე დღით 14 ფურგონის განთავსებაზე შეუთანხმდნენ, მაგრამ უქმე დღეებში, მოულოდნელად, ადგილზე კიდევ 16 შეუთანხმებელი ფურგონი მივიდა. ისედაც პატარა ტერიტორიაზე 30 სატრანპორტო საშუალება დაგროვდა. ამასთან, ისინი დათქმულ ვადაში წასვლას არ აპირებდნენ.

სიტუაციის განმუხტვაში მერი ჯინო დებრუ ჩაება და მათ დასაშლელად უჩვეულო ადმინისტრაციული ზომები მიიღო: მან ნაკვეთის მფოლობელს უფლება მისცა დიჯეი მოეწვია, რომელსაც დავალებული ჰქონდა ხმამაღალი მუსიკით ბოშები გაეყარა. დიჯეიმ 95 დეციბელის დონეზე Dire Straits-ის ჰიტი Sultans of Swing ჩართო. ბოშებს მუსიკა მოეწონათ და პატარა დისკოთეკაც გამოვიდა.

მალე გასაგები გახდა, რომ არაძალადობრივმა მეთოდებმა არ გაამართლა და პოლიციელები გამოიძახეს, რომელთაც ბოშები დაარწმუნეს, ტერიტორია დაეტოვებინათ.