loader

"ბატონო პრეზიდენტო, დროა, ხელი გაანძრიოთ!" - ტელეწამყვანმა ბარაკ ობამა გააკრიტიკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბატონო პრეზიდენტო, დროა, ხელი გაანძრიოთ!" - ტელეწამყვანმა ბარაკ ობამა გააკრიტიკა

ყოფილმა პროკურორმა, მოსამართლემ და ამჟამად Fox News-ის წამყვანმა ჯეანინე პირომ ბარაკ ობამა გააკრიტიკა. ტელეწამყვანმა საავტორო გადაცემაში ობამას საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურებისკენ მოუწოდა. სამოქალაქო ომები სირიასა და ერაყში, უკრაინის კრიზისი, ისრაელისა და ჰამასის დაპირისპირება - გავლენიანი მოსამართლე პირდაპირი ეთერიდან მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

"ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ გვაქვს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ თქვენ ამერიკის უკანასკნელ ისტორიაში, ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ხართ. ჩვენ არ გენდობით თქვენ, ჩვენ არ გვჯერა თქვენი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ არ შეგწევთ სათანადო უნარი, მართოთ ქვეყანა. ბატონო პრეზიდენტო, დროა, შეაბიჯოთ მსოფლიო არენაზე და გააკეთოთ რამე რეიგანისეული. დიახ, ბანქო უკვე დარიგებულია და მოგწონთ თუ არა, დროა, მაგიდას მიუჯდეთ და თამაშს შეუერთდეთ. თუ თამაშის ფსონს გაზრდით და ის პრეზიდენტი იქნებით, რომელიც ამერიკას სჭირდება, მაშინ ამერიკელები არა მარტო გაერთიანდებიან დროშის ირგლივ და გადადებენ განსხვავებულ შეხედულებებს, არამედ შეიძლება ტაშიც დაგიკრან" - აღნიშნა პირომ მიმართვაში.