loader

ბარაქ ობამამ პუტინი გამოძიებისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაქ ობამამ პუტინი გამოძიებისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთი დონბასში ტერორისტების შეაიარაღებასა და საომარი ქმედებებისთვის გაწვრთნაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სეპარატისტები ჩამოვარდნილ "ბოინგთან" საერთაშორისო ექსპერტებს არ უშვებენ.

"დღეს ორიენტირებულები ვართ იმის გამოძიებაზე, რაც მოხდა. საერთაშორისო გამომძიებლები უკვე ადგილზე არიან. ისინი მზად არიან მტკიცებულებების შესაგროვებლად და საკუთარი დასკვნების დასადებად. სეპარატისტები კი მათ მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევენ. სამხილების დასამალად ტერიტორიას ასუფთავებენ. ჩნდება კითხვა: რისი დაფარვა სურთ მათ?" – აღნიშნა ობამამ.

"რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი პირდაპირ არიან პასუხისმგებლები იმაზე, რომ გამოძიებას ხელი ეშლება", - განაცხადა ობამამ და პუტინს მოუწოდა, უკრაინასთან მიმართებაში პოზიცია შეცვალოს.