loader

ვიდეო კოსმოსიდან: ულამაზესი სანახაობა ბრაზილიის თავზე გადაფრენისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო კოსმოსიდან: ულამაზესი სანახაობა ბრაზილიის თავზე გადაფრენისას

ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტ ალექსანდრ გერსტს, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე იმყოფება, საინტერესო ფოტოების გადაღება და მათი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება უყვარს. ამჯერად, ასტრონავტმა დედამიწის მცხოვრებლებს Timelapse-ვიდეო გამოუგზავნა.

ერთწუთიან ვიდეოში, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სიმაღლიდან ბრაზილია და ატლანტის ოკეანეა ასახული. ვიდეომასალა გადაღებულია მაშინ, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა აღნიშნულ ტერიტორიას დედამიწის ზედაპირიდან 400 კმ სიმაღლეზე, 28 800 კმ/სთ სიჩქარით გადაუფრინა.