loader

ჟირინოვსკიმ აბანოში ნახევრადშიშველ ბიჭებს პირის ღრუ შეუმოწმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟირინოვსკიმ აბანოში ნახევრადშიშველ ბიჭებს პირის ღრუ შეუმოწმა

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსკოვის ერთ-ერთ აბანოში იმყოფებოდა. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუსული აბანო მეგაპოლისის მცხოვრებლებისთვის აუცილებელია. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო რუსულმა მედიამ გაავრცელა.

კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ "ტესტავს" ჟირინოვსკი აბანოს ავკარგიანობას რამდენიმე ახალგაზრდა შიშველ მამაკაცთან ერთად. თავიდან ჟირინოვსკი ბიჭებს სხვადასხვა აუზში ანაწილებს, შემდეგ კი ერთ-ერთ აუზში 4 მამაკაცთან ერთად ჩადის. ბოლოს პოლიტიკოსი ბიჭების ჯანმრთელობითაც ინტერესდება - უმოწმებს ყელსა და კბილებზე კარიესს.

"კარიესი არ არის, ყველაფერი სუფთადაა, ნატიფი ვარდისფერი, ყბა კარგია - თითქმის ლეოპარდია", - ამბობს პოლიტიკოსი და სათითაოდ
ამოწმებს მამაკაცების პირის ღრუს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიტიკოსი მამაკაცებთან ერთად ინტიმურ გარემოში იმყოფება.

ადრე, ერთ-ერთ თოქ-შოუში მომღერალმა ალა პუგაჩოვამ პოლიტიკოსს მამაკაცებთან ერთად აბანოში ნებივრობა გაახსენა.

"თქვენ, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ლოგინიდან არ დგებით", - უთხრა ჟირინოვსკიმ პუგაჩოვას, რაზეც მომღერალმა უპასუხა: "თქვენ კი აბანოში ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად ზიხართ".

გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჟირინოვსკი რუსი ლგბტ თემის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობდა. "იუთუბზე" აღნიშნული ფაქტის ვიდეოც დევს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე