loader

გულისამაჩუყებელი ისტორია კაცზე, რომელიც სიმაღლეში მხოლოდ 106 სანტიმეტრია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გულისამაჩუყებელი ისტორია კაცზე, რომელიც სიმაღლეში მხოლოდ 106 სანტიმეტრია

"თავს ისე ვგრძობ, თითქოს, ღმერთმა რაღაც დამაკლო" - ინდოეთში, პუნეს მკვიდრი 32 წლის არიფ იბრაჰიმ თამბე სიმაღლეში 106 სანტიმეტრია, ოთხივე კიდური თითქმის განუვითარებელი აქვს და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.

არიფი 21 წლის ამინა აჰმედს სამი წლის წინ, მობილური ტელეფონების მაღაზიაში შეხვდა და ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. ამინა მასზე ორჯერ მაღალი ახალგაზრდა ქალია, რომელიც თვლის, რომ წყვილების ერთად ყოფნას ღმერთი ცაში განსაზღვრავს.

ამინას ნათესავები მათი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა, გოგონას ოჯახმა მისცა თანხმობა და ასე დაქორწინდა ეს უჩვეულო წყვილი. ახლა მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ, ამინა მთელ დღეებს ოჯახის მოვლაში ატარებს. ერთი წლის წინ პირველი შვილიც შეეძინათ. რა თქმა უნდა, ხალხში გამოჩენისას ამინა და არიფი ყველს ყურადღებას იპყრობენ, ერთი შეხედვით ეტლით მოსიარულე არიფი ამინას შვილი ჰგონიათ, მაგრამ წყვილს ეს არ აწუხებს და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ.