loader

შუაგულ უდაბნოში მოულოდნელად ტბა გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შუაგულ უდაბნოში მოულოდნელად ტბა გაჩნდა

ტუნისში, ქალაქ გაფსასთან შუაგულ უდაბნოში, იქ სადაც ყველაფერი ცხელი ქვიშითაა დაფარული, ერთ დილას მოულოდნელად ტბა გაჩნდა.

ადგილობრივები, რომლებიც ყოველდღიურად 40°c ტემპერატურას უმკლავდებიან, ამ "ციურმა საჩუქარმა" რა თქმა უნდა ძალიან გაახარა. შიშის გრძნობა, რომელიც მისტიკური ტბის გაჩენამ გამოიწვია, გაგრილების დაუოკებელმა სურვილმა მალევე დაძლია და ასობით ტუნისელმა სახელდახელო პლაჟი მოაწყო. "ზოგიერთი ამას სასწაულს უწოდებს ზოგიც წყევლას. თუ პირველ დღეებში წყალი Lაჟვარდოვანი ცისფერი იყო, ახლა თანდათან მწვანე გახდა" - ამბობს ადგილობრივი.

ოფიციალური ცნობები იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა მისტიკური ტბა, ჯერ არ არსებობს. გეოლოგების ვარაუდით, სეისმურ აქტივობებს შესაძლოა მიწისქვეშა წყლების მიწის ზედაპირზე ამოსვლა გამოეწვია.

ასევე იხილეთ:

"ანომალია" თბილისის ცენტრში - ახალი ტბა ავლაბარში

"სამყაროს დასასრული" ციმბირში: რამ წარმოქმნა 80 მეტრის სიღრმის მისტიკური ხვრელი