loader

თანამედროვე იტალიელი მაფიოზების ცხოვრება ფუფუნებაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თანამედროვე იტალიელი მაფიოზების ცხოვრება ფუფუნებაში

სიცილიური მაფიის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოგონილი სახელებით დარეგისტრირდნენ და თავიანთი უდარდელი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს ასაჯაროებენ, - ამის შესახებ The Telegraph წერს.

Cosa Nostra-ს თანამედროვე "ავტორიტეტები" უგულვებელყოფენ იდუმალების პრინციპებს, ფოტოებს აქვეყნებენ და თავს იწონებენ. იახტები, მდიდრული ავტომობილები, ბრენდული სამოსი - მაფიოზი პალერმოდან დომენიკო პალაცოტო აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც ასახულია როგორ ისვენებს იახტაზე, ან კიდევ ლიმუზინში ძვირაღირებულ შამპანურს მიირთმევს.

ამ პროცესების პარალელურად, პოლიცია დარწმუნებულია, რომ ახალი ინტერნეტ-ტექნოლოგიები სამართალდამცავებს მაფიის წევრების დაკავებაში დაეხმარება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე