loader

მასობრივი ფსიხოზი რუსეთში: "ნაციონალისტების" ლოცვა პუტინისადმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასობრივი ფსიხოზი რუსეთში: "ნაციონალისტების" ლოცვა პუტინისადმი

2 აგვისტოს, მოსკოვის ცენტრში რუსმა "ნაციონალისტებმა" აქცია გამართეს უკრაინაში ჯარების შეყვანის მოთხოვნით. აქციას რამდენიმე ასეული მოქალაქე დაესწრო. "პუტინო, იხსენი დონბასი, შეიყვანე ჯარები"; "ბრძოლა დონეცკისთვის, ბრძოლა დონეცკელი რუსებისთვის, ბრძოლა გამარჯვებამდე"; "თუ დავკარგავთ დონბასს, დავკარგავთ ყირიმს, დავკარგავთ რუსეთს!" - მსგავსი შინაარსის მოწოდებები ისმოდა სცენაზე გამომსვლელების მხრიდან.

სცენაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი, "საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის" ლიდერი ალექსანდრ დუგინი, რომელმაც მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები და სასწრაფოდ შეიყვანოს ჯარები უკრაინაში, რადგან "თითოეული რუსი აცნობიერებს, რომ ეს მათი ომია, რომელშიც ისინი იძულებით დარჩეს და არ დაუტოვეს გამოსავალი გარდა ერთისა - მოიგონ ეს ომი და იხსნან "ნოვორასია", იხსნან რუსეთი".