loader

სპეცოპერაცია კიევის ქართულ რესტორანში: მილიციამ "მაიდნელი აქტივისტები" დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია კიევის ქართულ რესტორანში: მილიციამ "მაიდნელი აქტივისტები" დააკავა

3 აგვისტოს, საღამოს, კიევის ცენტრში, შევჩენკოს ბულვარზე მდებარე ქართულ რესტორან "ჭაჭაპურში" (Чачапури) 50-მდე შეიარაღებული პირი შეიჭრა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცბატალიონ "კიევი 1"-ის და ე.წ მაიდნის თავდაცვის წარმომადგენლები რესტორნის მფლობელობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას და მოითხოვდნენ რესტორანს ყოველთვიური არენდა გადაეხადა ან მხოლოდ " მაიდნის აქტივისტებს" მომსახუროდა. რესტორნის ხელმძღვანელმა უარი თქვა ასეთ შეთავაზებაზე. 2 დღის მანძილზე 15 შეიარაღებული პირი რესტორანში ჩაიკეტა და კერძო საკუთრება ხელში ჩაიგდო.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დამნაშავეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკება მილიციასა და "მაიდანის თავდაცვას" შორის რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი სამართალდამცველებმა სიტუაციის ხელში ჩაგდება მოახერხეს და 5 აგვისტოს საღამოს დაკავებული თანდამსხმელები კიევის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს.