loader

მაისურები "ყირიმის დამპყრობელი" პუტინის გამოსახულებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაისურები "ყირიმის დამპყრობელი" პუტინის გამოსახულებით

მოსკოვის სავაჭრო ცენტრ ГУМ-ში პროექტ Все путем-ის მიერ გამოშვებული პუტინის გამოსახულებიანი მაისურების გაყიდვა დაიწყო. ახალი კოლექცია ორმა დიზაინერმა "მსოფლიო არენაზე რუსეთის ბოლოდროინდელ გამარჯვებებს" მიუძღვნა. სულ წარმოდგენილია 15 სხვადასხვა პრინტი რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებით. მათ შორის მაისურები წარწერებით: "ჩვენ ვერ დაგვეწევიან", "ყველაზე თავაზიანი ადამიანთა შორის", "მე თქვენს აზრებს ვკითხულობ" და ა.შ.

წინა კოლექცია სავაჭრო ცენტრში ივნისში გაიყიდა და მაშინ რამდენიმე საათში 5 000 მაისური "დაიტაცეს".

სავაჭრო ცენტრში მაისურის შეძენის მსურველები ახლაც ბევრნი არიან. მათ შორის არის ჰოლივუდის მსახიობი მიკი რურკი, რომელიც რუსეთის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

ასევე იხილეთ: ტიტანის iPhone 5s ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით