loader

მოსკოვის მაღაზიებში პროდუქტების დეფიციტია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვის მაღაზიებში პროდუქტების დეფიციტია?

რუსეთში სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანას "თვითნებური სანქციები" უკვე დაეტყო. როგორც რუსი ბლოგერები იუწყებიან, პუტინის გადაწყვეტილებამ უარი უთხრას იმპორტზე რუსეთისთვის სანქციების დამწესებელ ქვეყნებს, პირველი სავალალო შედეგები უკვე აჩვენა. ბლოგერ რუსტემ ადაგამოვის ინფორმაციით, დედაქალაქის რამდენიმე მაღაზიაში დახლებზე რძისა და ხორცპროდუქტების დეფიცია.

ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა ტელეკომპანია ДОЖДЬ-ის კორესპონდენტმა კოგერშინ საგიევამ, რომელმაც მოსკოვის რამდენიმე სუპერმარკეტი მოიარა იმაში დასარწმუნებლად, ემუქრებათ თუ არა მოსკოველებს საკვების დეფიციტი რამდენიმედღიანი ემბარგოს შემდეგ. რა შედეგი გამოიღო რეპორტიორის ექსპერიმენტმა, სიუჟეტში იხილავთ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6 აგვისტოს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ერთი წლის განმავლობაში რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ნედლეულისა და სამეურნეო საქონლის იმ ქვეყნებიდან შეტანა აკრძალა, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს (ევროკავშირმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, სანქციები რუსი მოხელეებისა და რამდენიმე რუსული კომპანიის და ბანკის წინააღმდეგ შემოიღო).