loader

ჩინეთის რესტორანში მზარეულები და ოფიციანტები რობოტებით ჩაანაცვლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთის რესტორანში მზარეულები და ოფიციანტები რობოტებით ჩაანაცვლეს

ჩინეთის ქალაქ კუნშანში მდებარე რესტორნის მფლობელმა სონგ იუგანგმა ათზე მეტი რობოტი შეიძინა და საკუთარი დაწესებულების თანამშრომლების ნაწილი ჩაანაცვლა. ორი ანდროიდი სტუმრებს კართან ხვდება, კიდევ რამდენიმე რობოტი მზარეულის მოვალეობას ასრულებს. დანარჩენი რობოტები შეკვეთებს სინებით დაატარებენ.

სააგენტო AFP-ის გერმანელმა ჟურნალისტებმა პატარა რესტორანს სიუჟეტი მიუძღვნეს, საიდანაც ჩანს, რომ დაწესებულების პერსონალის ძირითად ნაწილს ადამიანები შეადგენენ, ხოლო რობოტები მხოლოდ სტუმრებს იზიდავენ და შედარებით მცირე დატვირთვას ითავსებენ. ადამიანები უჩვეულო შვეიცარებზე, მზარეულებსა და ოფიციანტებზე დადებითად რეაგირებენ და მათი მომსახურებით სიამოვნებით სარგებლობენ.