loader

ქალაქ ფერგიუსონში დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალაქ ფერგიუსონში დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ქალაქში უკვე მეორე დღეა, მოქმედებს კომენდანტის საათი, თუმცა დემონსტრანტები არ წყვეტენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც პოლიციელის მიერ მოზარდის მკვლელობას მოჰყვა.

18 წლის მაიკლ ბრაუნი პოლიციამ 9 აგვისტოს მოკლა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მოზარდმა მაღაზიიდან ერთი კოლოფი სიგარა მოიპარა, რის შემდეგაც უარი თქვა, პოლიციას ჩაბარებოდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის ოფიცერმა მაიკლ ბრაუნი პოლიციის მანქანაში მოკლა. "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, მოზარდს სულ მცირე, ექვსჯერ ჰქონდა ნასროლი. მაიკლ ბრაუნის მკვლელობას ფერგიუსონში, ისევე, როგორც აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.