loader

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა

კაიროში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ისრაელსა და"ჰამასს" შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, პალესტინისა და ისრაელის დელეგაციები ასევე შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გააგრძელონ მუდმივი შეთანხმების თაობაზე.

ისრაელსა და "ჰამასს" შორის დადებული დროებითი ზავი, რომელიც გასულ კვირას ამოქმედდა, წუხელ ამოიწურა.

ღაზას სექტორში 8 ივლისს დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, პალესტინური მხარის განცხადებით, 2 016 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის მხარის ინფორმაციით, "ჰამასის" შეტევებს ისრაელში 67 ადამიანი ემსხვერპლა.