loader

ვინ დიზელმა პუტინს თავზე ცივი წყლის გადასხმა შესთავაზა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ დიზელმა პუტინს თავზე ცივი წყლის გადასხმა შესთავაზა

მსახიობმა ვინ დიზელმა საერთაშორისო საქველმოქმედო ონლაინ-ფლეშმობ Ice Bucket Challenge-ში მიიღო მონაწილეობა, რომლის მონაწილეებიც თავზე ყინულივით ცივ წყალს ისხამენ და ანალოგიურ დავალებას სხვა ცნობილ ადამიანებს გადასცემენ. მსახიობმა ცივი წყლის გადასხმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პირველ ლედის, მიშელ ობამას და მსახიობ ანჯელინა ჯოლის შესთავაზა. ვიდეოჩანაწერი მსახიობმა Instagram-ში გამოაქვეყნა.

ფლეშმობის მიზანი ადამიანებისათვის ნერვული სისტემის დაავადების - ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

აქცია თავზე ცივი წყლის დასხმასა და ინტერნეტში შესაბამისი ვიდეოს გამოქვეყნებაში მდგომარეობს, რის შემდეგაც ფლეშმობის მონაწილემ შემდეგი კანდიდატი უნდა გამოიწვიოს. თუ ის, თავის მხრივ, ერთი დღე-ღამის განმავლობაში ანალოგიურ ვიდეოს ინტერნეტში არ გამოაქვეყნებს, მაშინ საქველმოქმედო ფონდ ALS Association-ს 100 დოლარი უნდა შესწიროს. აქციაში მონაწილეობა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის, ჯასტინ ტიმბერლეიკმა, მიკი რურკმა და ბილ გეიტსმა.